წესები და პირობები
კონფიდენციალობის პოლიტიკა
კონფიდენციალურობა ჩვენ ვაგროვებთ ორი სახის ინფორმაციას ჩვენი მომხმარებლების შესახებ: პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია და არაპირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია.
პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია: პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია არის ინფორმაცია, რომლის მეშვეობითაც ხდება კონკრეტული მომხმარებლის იდენტიფიკაცია. ჩვენ შეიძლება გთხოვოთ თქვენს შესახებ გარკვეული ინფორმაციის წარმოდგენა (როგორიცაა თქვენი სახელი და გვარი, პირადი ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, სქესი და დაბადების თარიღი), როდესაც თქვენ ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით ერთვებით რაიმე აქტივობაში, როგორიცაა მაგალითად ანგარიშის გახსნა, ჩვენთან პროდუქტის შეძენა. პროდუქტის საფასურის გადახდისას ჩვენ შეიძლება ასევე გთხოვოთ წარმოადგინოთ თქვენი ბარათის ნომერი, ვადის გასვლის თარიღი, აუთენტურობის კოდი ან სხვა შესაბამისი ინფორმაცია. თქვენი ბარათის დეტალები არ ინახება ჩვენს ვებგვერდზე, რადგან გადახდა ხდება ჩვენი პარტნიორი ბანკის დაცული გვერდიდან. აქედან გამომდინარე, ჩვენ ხელი არ მიგვიწვდება თქვენი ბარათის ინფორმაციაზე. თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია ჩვენს მიერ შესაძლებელია გამოყენებული იქნას: თქვენი შეკვეთის დასამუშავებლად; სტატისტიკური მონაცემების მოსაგროვებლად, მომსახურეობის გაუმჯობესების მიზნით; ვებგვერდის მართვისთვის; სპეციალური შემოთავაზების გასაკეთებლად, რომელმაც შესაძლოა დაგაინტერესოთ და თქვენთვის ინფორმაციის მოსაწოდებლად.
არაპირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია: არაპირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია არის ინფორმაცია, რომელიც არ ახდენს კონკრეტული მომხმარებლის იდენტიფიკაციას. ამ სახის ინფორმაცია შეიძლება მოიცავდეს იმ სანავიგაციო პროგრამის (browser) სახეობას, რომელსაც თქვენ იყენებთ და თქვენი ინტერნეტ პროტოკოლის „IP" მისამართს. ჩვენ ან/და ჩვენს მიერ უფლებამოსილ მესამე მხარე მომსახურების პროვაიდერებს და მარეკლამირებელ პირებს შეუძლიათ ავტომატურად მიიღონ ეს ინფორმაცია იმ დროს, როდესაც თქვენ იმყოფებით ჩვენს ვებგვერდზე. არაპირადი
საიდენტიფიკაციო ინფორმაციის გაცემა გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ჩვენ შეიძლება გავანდოთ ან მივაწოდოთ არაპირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია ჩვენს პარტნიორებს. ყოველივე ზემოაღნიშნული გამიზნულია თქვენი მისაღები მომსახურების გასაუმჯობესებლად.
ინფორმაციის განახლება და შეცვლა: თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ თქვენი ნებისმიერი პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია ვებგვერდზე თქვენი ანგარიშის შესაბამის განყოფილებაში შესვლით. ჩვენ მოგიწოდებთ, რომ დაუყოვნებლივ განაახლოთ თქვენი პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია მისი შეცვლის შემთხვევაში. თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ თქვენს ანგარიშზე არსებული ინფორმაციის წაშლა. თუმცა იმის გამო, რომ ჩვენ თვალყურს ვადევნებთ ძველ ტრანზაქციებს, თქვენ ვერ წაშლით ინფორმაციას, რომელიც დაკავშირებულია ვებგვერდზე განხორციელებულ ძველ ტრანსაქციებთან. გარდა ამისა, ჩვენთვის შეიძლება შეუძლებელი გახდეს მთელი თქვენი ინფორმაციის წაშლა, რადგან ჩვენ პერიოდულად ვახდენთ ინფორმაციის დარეზერვებას. თქვენი ბარათის ინფორმაცია არ ინხება ჩვენს ვებგვერდზე, არამედ განთავსებულია დაცულ გვერდზე, რომელსაც უზრუნველყოფს და მართავს ჩვენი პარტნიორი ბანკი. ამ უკანასკნელს საკუთარი ინფორმაციის დაცვის პოლიტიკა აქვს, რომელიც ჩვენი კონტროლის სფეროს არ წარმოადგენს.
მომხმარებლის არჩევანი ინფორმაციის შეგროვებასა და გამოყენებაზე: თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ თავი შეიკავოთ ინფორმაციის დამატებითი წარმოდგენისაგან. თუმცა ინფორმაციის წარმოდგენა შეიძლება აუცილებელი გახდეს, თუ თქვენ ჩაერთვებით ვებგვერდზე არსებულ რაიმე აქტივობაში.
ინფორმაციის უსაფრთხოება: ჩვენ ვატარებთ მრავალ უსაფრთხოების ზომას პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაციის დასაცავად. თქვენი პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია ჩვენს ვებგვერდზე ხელმისაწვდომია მხოლოდ თქვენი მომხმარებლის სახელისა და პაროლის მითითების შემთხვევაში. ეს პაროლი დაშიფრულია. ჩვენ გირჩევთ, რომ მესამე პირებს არ გაანდოთ თქვენი პაროლი. გარდა ამისა, თქვენი პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია ინახება დაცულ სერვერზე, რომელზეც მხოლოდ შესაბამის პერსონალსა და კონტრაქტორებს მიუწვდებათ ხელი. ჩვენ არ გვაქვს რაიმე ინფორმაცია თქვენს ბარათთან დაკავშირებით და ჩვენთვის იგი ხელმისაწვდომელი არ არის, რადგან თქვენი ბარათი პარტნიორი ბანკის კონტროლის სფეროს განეკუთვნება. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მონაცემთა ნებისმიერი გადაცემა ინტერნეტის ან უკაბელო ქსელის საშუალებით შეუძლებელია იყოს აბსოლუტურად და გარანტირებულად უსაფრთხო. ჩვენ ვატარებთ კომერციულად გონივრულ უსაფრთხოების ზომებს, რათა დავიცვათ მონაცემები და ასევე ვცდილობთ კავშირები დავამყაროთ მხოლოდ ისეთ ორგანიზაციებთან, რომლებიც იგივენაირად უდგებიან ამ საკითხს. თუმცა ჩვენ ვერ გავცემთ რაიმენაირ გარანტიას ვებგვერდისათვის ან ვებგვერდიდან გადაცემული ინფორმაციის უსაფრთხოებაზე და არ ვაგებთ პასუხს ნებისმიერი მესამე მხარის ქმედებებზე, რომელმაც შეიძლება მიიღოს ნებისმიერი მსგავსი ინფორმაცია. ნებისმიერი ურთიერთობა თქვენსა და "ი/მ გივი ელანდიშვილი" – ს შორის, როგორიცაა ელექტრონული ფოსტით ან სხვა საშუალებით მიმოწერა, სადაც თქვენ წარმოადგენთ რჩევებს ან კომენტარებს ჩვენი მომსახურების გაუმჯობესებასა ან შეცვლასთან დაკავშირებით, ჩაითვლება ჩვენს მიერ როგორც არაკონფიდენციალური და არა საკუთრებრივი ინფორმაცია. თქვენ თანახმა ხართ, რომ ასეთი ინფორმაცია გამოყენებული იქნება ჩვენს მიერ ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე.
გარანტია
მადლობას გიხდით, რომ არჩევანი ჩვენს ინტერნეტ მაღაზიაზე შეაჩერეთ. შესაძლო გაუგებრობების თავიდან აცილების მიზნით, გთხოვთ ყურადღებით გაეცნოთ საგარანტიო პირობებს და მომსახურების მიღების წესებს.
ჩვენს ინტერნეტ მაღაზიაში განთავსებულ პროდუქციაზე ვრცელდება მომწოდებლის ოფიციალური გარანტია, რომელიც მოქმედებს 1 - თვიდან 3 - წლამდე ვადით.
საგარანტიო პირობები:
- საგარანტიო მომსახურება გულისხმობს ნივთის შეკეთებას მასზე მოქმედი გარანტიის პერიოდში.
- საგარანტიო პერიოდი იანგარიშება ნივთის გაყიდვის დღიდან.
- საგარანტიო მომსახურეობა ხორციელდება ავტორიზებულ სერვის ცენტრებში. საგარანტიო ცენტრის მისამართის და საკონტაქტო ინფორმაციის დასადგენად დაუკავშირდით ჩვენს ოპერატორს.
- გარანტია ვრცელდება ტექნიკის იმ დაზიანებაზე,რომელიც განპირობებულია ტექნიკური წუნით.
- საგარანტიო სერვისის მისაღებად სერვის ცენტრში გთხოვთ წარადგინოს საგარანტიო ტალონი, თანხის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტთან და მწარმოებლის საგარანტიო ტალონთან ერთად (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
- საგარანტიო მოწყობილობა მომხმარებელმა უნდა წარმოადგინოს სრული შეფუთვით, კომპლექტაციით და მექანიკური დაზიანების გარეშე.
- საგარანტიო ტალონი უნდა მოიცავდეს: ნივთის დასახელებას, სერიულ ან იმეი კოდს, მყიდველის ვინაობას, შეძენის თარიღს, პასუხისმგებელი თანამშრომლის სახელს და ხელმოწერას. წინააღმდეგ შემთხვევაში საგარანტიო მომსახურეობა არ განხორციელდება.
- საგარანტიო სერვისის მიღებასთან დაკავშირებული ინფორმაციის მისაღებად კლიენტი წინასწარ უნდა დაუკავშირდეს ჩვენს ოპერატორს.
საგარანტიო მომსახურეობა არ ითვალისწინებს პროდუქტის ახლით შეცვლას!
საგარანტიო მომსახურება არ განხორციელდება, თუ:
- გასულია პროდუქტის საგარანტიო ვადა.
- არ არის წარმოდგენილი საგარანტიო ტალონი ან/და არსებობის შემთხვევაში არ არის წარმოდგენილი მწარმოებლის საგარანტიო ტალონი.
- საგარანტიო ტალონში მონაცემები წაშლილია ან გადაკეთებულია.
- საგარანტიო ტალონში და მოწყობილობის კორპუსზე არ იკითხება ან ამძვრალია სერიული ნომერი, იმეი კოდი ან სარეგსიტრაციო ნომერი.
- შეძენილ პროდუქტს აღენიშნება ვიზუალური ან მექანიკური დაზიანება/დეფექტი, დაზიანებულია ან ამძვრალია პლომბი ან ლუქი.
- მოწყობილობა გამოიყენებოდა მისი დანიშნულების შეუსაბამო მიზნებისთვის.
- დარღვეულია მწარმოებლის მიერ მოწყობილობაზე თანდართული შენახვისა და მოხმარების წესი.
- დაზიანება გამოწვეულია კომპიუტერული ვირუსის ან შეუსაბამო ფაილ(ებ)ის მიერ.
- დაზიანება გამოწვეულია ელ.ქსელის გაუმართაობით (ძაბვის ცვლილება მეტია ან ნაკლებია 220-230 ვოლტზე), მექანიზმის დანესტიანებით, კოროზიით, მაღალი ან დაბალი ტემპერატურის ზემოქმედებით, ექსპლუატაციის და შენახვის წესების /პირობების დარღვევით, არაკომპეტენტური პირის მიერ ჩატარებული არაკვალიფიციური სარემონტო/სამონტაჟო სამუშაოების შედეგად.
- თუ დაზიანება ფიზიკურად არის გამოწვეული, მაგ: გატეხილი, გაბზარული, გაკაწრული, ჩაჭყლეტილი, დამწვარი, დამდნარი ან/და სითხით დაზიანებული.
- იმ შემთვევაში თუ მომხმარებელმა არ დაიცვა პროდუქტის ექსპლუატაციის წესები (ექსპლუატაციის წესები იხილეთ პროდუქციის თანდართულ დოკუმენტაციაში ან მწარმოებლის ვებ.გვერდზე).
საგარანტიო პირობები არ ვრცელდება:
- სმარტფონების და მობილური ტელეფონების ყურსასმენებზე, USB კაბელებზე და მაკომპლექტებელ ნაწილებზე.
- პროგრამული უზრუნველყოფის ან ოპერაციული სისტემის ნებისმიერი სახის დაზიანებაზე.
- კვების ბლოკზე, ნივთის ელემენტზე, მეხსიერების ბარათზე, სადენზე, მოწყობილობის დასამუხტ აქსესუარებზე.
- თუ მოწყობილობას დაზიანებული აქვს ეკრანის ხუთ პიქსლამდე რაოდენობით.
- ტექნიკაზე, რომელზეც სამონტაჟო ან საგარანტიო სამუშაოები არ არის შესრულებული უფლებამოსილი სერვისცენტრის სპეციალისტის მიერ.
დამატებითი ინფორმაცია:
- კომპანია არ აგებს პასუხს სმარტფონების დართულ სისტემასა და კომპიუტერის არალიცენზირებული პროგრამების გამოყენებისას, ტექნიკის არასტაბილურ მუშაობაზე.
- დაზიანებული ტექნიკის სერვის ცენტრამდე ტრანსპორტირებას საკუთარი ძალებით ანხორციელბს მყიდველი.
- საგარანტიო პირობების შესაბამისად სერვის ცენტრი ვალდებულია შეაკეთოს დაზიანებული ტექნიკა, მისი მიღების მომენტიდან 45 სამუშაო დღის განმავლობაში.
- მომსახურე სერვის ცენტრი პასუხს არ აგებს მოწყობილობაში არსებულ კლიენტის ინფორმაციის შენახვაზე.
ნივთის შეცვლა დაშვებულია მხოლოდ შემდეგ შემთხვევებში:
- იმ შემთხვევაში თუ პროდუქცია შეძენილია განვადებით ან სადებეტო/საკრედიტო ბარათით, შეკვეთა არ ექვემდებარება გაუქმებას. შესაძლებელია მხოლოდ ნივთის გადაცვლა საწარმოო წუნის აღმოჩენის შემთხვევაში.
- ნივთის მიღებიდან 24 საათის განმავლობაში მომხმარებელმა უნდა გადაამოწმოს მისი ვიზუალური მდგომარეობა.
- ნებისმიერი ტიპის პრობლემის ან ვიზუალური დეფექტის აღმოჩენის შემთხვევაში, მომხმარებელი უნდა დაუკავშირდეს ჩვენს ოპერატორს ნივთის მიღებიდან 24 საათის განმავლობაში და დეტალურად აუხსნას არსებული პრობლემა.
- იმ შეთხვევაში თუ პროდუქციის გადაცვლის მოთხოვნით ჩვენთან დაკავშირება მოხდება ნივთის მიღებიდან 24 საათის შემდეგ, მაშინ გადასაცვლელი პროდუქტის ჩვენს საწყობში დაბრუნებაზე და მასთან დაკავშირებულ ხარჯებზე პასუხისმგებლობა ეკისრება კლიენტს.
- თუ შეძენილ ნივთს გაყიდვიდან 5(ხუთი) კალენდარული დღის განმავლობაში აღმოჩნდება ქარხნული დეფექტი, მყიდველი აუცილებელი წესით უნდა დაუკავშირდეს ჩვენს ოპერატორს დამატებითი ინსტრუქციების მისაღებად. ნივთი შეიცვლება მომწოდებელი კომპანიის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.
- ნივთის შეცვლა ხდება იგივე ან მეტი ღირებულების მქონე ნივთით, მომხმარებლის მიერ აღნიშნული სხვაობის საკუთარი სახსრებით დაფარვით.
- ნივთის უკან დაბრუნების დროს მყიდველმა თან უნდა დაურთოს მისი ყველა აქსესუარი და ასევე შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტი.
- ყველა სხვა შეკითხვის შემთხვევაში გთხოვთ დაუკავშირდეთ ჩვენს ოპერატორს.